certified courses (GEO)

პირველად საქართველოში -“მედიაფსიქოლოგია 101”

მოგესალმებით! მადლობა, რომ დაინტერესდით სასერტიფიკაციო კურსით – “მედიაფსიქოლოგია 101”

  • გაინტერესებთ რა არის მედიაფსიქოლოგია?
  • გიფიქრიათ როგორ ზეგავლენას ახდენს მედია და ტექნოლოგიები ადამიანის და ადამიანთა ჯგუფების ქცევაზე?
  • გსურს თავად დააკვირდეთ თუ როგორ იქმნება მედიის ზემოქმედების ალგორითმი?

პირველად საქართველოში, ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამოქმედდა სასერტიფიკატო კურსი – მედიაფსიქოლოგია 101.

ამ  ინოვაციური კურსის მიზანია მედიაფსიქოლოგიის დარგში თქვენი აღჭურვა საბაზისო ცოდნით (101) და იმ პრაქტიკული უნარებით, რომლებსაც გამოიყენებთ მედიაში საქმიანობისთვის, მედიასთან ურთიერთობის უკეთ დასაგეგმად. მედიაფსიქოლოგიაში საბაზისო ცოდნა და უნარები მოგემარებათ მედიის კრიტიკულ ანალიზში და აამაღლებს თქვენი მედიაწიგნიერების დონეს.

“იმისდა მიუხედავად, თუ რა გეგმები გაქვთ ახლა და მომავალში, თქვენ შეგიძლიათ, ნებისმიერ ასაკში, კვლავაც დაუბრუნდეთ სწავლის პროცესს ან სწავლის პარალელურად, კომფორტულ გარემოში, მარტივად აითვისოთ ინოვაციური სფეროს – მედიაფსიქოლოგიის საფუძვლები. თქვენ თავად გაოცდებით თქვენი მუშაობის შედეგით და მედიის შესაძლებლობებით, რომელსაც ეტაპობრივად აღმოაჩენთ, 12 შეხვედრის მანძილზე” – ტრენერი, პროფ. მარიამ გერსამია

ამ კურსზე სწავლა ძალიან საინტერესოა:

  • იმიტომ, რომ აქ შეისწავლით როგორ ზეგავლენას ახდენს მედია და ტექნოლოგიები ადამიანის და ადამიანთა ჯგუფების ქცევაზე;
  • იმიტომ, რომ პროფესიონალ ლექტორების დახმარებით, შეძლებთ კრიტიკულად შეაფასოთ მედია-პროდუქტი, ამოიცნოთ და მართოთ მედიის ნეგატიური და პოზიტიური ეფექტები;
  • იმიტომ, რომ შეძლებთ კრიზისულ სიტუაციებში მედიასთან ურთიერთობის დაგეგმვას და მედიის ფსიქოლოგიური ზეგავლენის განსაზღვრას;
  • იმიტომ, რომეძლებთ მედიაში გამოვლენილი საბაზისო ემოცების იდენტიფიკაციას;  პრევენციის გზებზე, ნეგატიურ და პოზიტიურ ფენომენზე მსჯელობას და დისკუსიაში მონაწილეობას;
  • იმიტომ, რომ გაეცნობით რატომ გვიზიდავს თამაშები, სერიალები და მათი გმირები; როგორი შეიძლება იყოს სხვადასხვა მედია პროდუქტის (საბავშვო გადაცემების, ვიდეო-თამაშების, ძალადობის   შემცველი ანიმაციების) ზეგავლენა ბავშვებზე;
  • იმიტომ, რომ გაეცნობით რა არის მედია ეკოლოგია: იმსჯელებთ როგორ გააშუქოთ ნეგატიური (კრიმინალის, ძალადობის შემცველი, ბუნებრივი კატაკლიზმების და სხვ.) ემოციის შემცველი ახალი ამბები და დამატებით რა შევთავაზოთ მაყურებელს, რომ დავიცვათ ისინი შესაძლო ფსიქოლოგიური ზიანისგან;
  • იმიტომ, რომ გაიაზრებთ ეთიკური მედიის როლს საზოგადოების ტრანსფორმაციის საქმეში;  

“თუ გსურთ გაიგოთ როგორ მოქმედებს მედია და ტექნოლოგიები ადამიანის ქცევაზე, გაიგოთ მეტი მედიაფსიქოლოგიის შესახებ, მიიღეთ ცოდნა, რომელიც დაგეხმარებათ, გახდეთ დაცულები მედიატექნოლოგიის სამყაროში და სწორად გამოიყენოთ მედიის შესაძლებლობები სხვადასხვა სფეროში” – ტრენერი, პროფ. მაია ტორაძე

რაც მთავარია, თქვენ შეიძენთ ახალ მეგობრებს, გაიცნობთ მომავალ კოლეგებს, მიიღებთ სასარგებლო გამოცდილებას და მეტ თავდაჯერებას, რომელიც მოგეხმარებათ მუდმივად იმოძრაოთ წარმატების კიბეზე და მთელი ცხოვრების მანძილზე აღმოაჩინოთ – სიახლეები თქვენ გარშემო.

ჩვენ გვჯერა, რომ “შემეცნების და წარმატების კიბეზე” მოძრაობით თქვენ შეძლებთ თვითრეალიზებას და გააცნობიერებთ, რომ ეს ძალიან კარგია!

კურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის და რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს 

“media psychology 101” is delivered in Georgian language.

If you’re planning to continue study on master level or apply for certified courses follow the link and get news updates from us!

თუ თქვენ უკვე გეგმავთ მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელებას ან სასერტიფიკაციო კურსებზე ჩაბარებას, მიჰყევით ბმულს და ჩვენგან გაიგებთ სიახლეებსა და საინტერესო შემოთავაზებებს!

https://mariam189.typeform.com/to/b5JpMy

baner media psychology 101

 

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s